ყველანი , ისევე როგორც განსხვავებული ტიპები – ანძრევენ , ახველებენ , თვრებიან , ტირიან , იცინიან , ეწევიან , იფურთხებიან , აცემინებენ , უყვარდებათ, უდგებათ და კვდებიან. … მაგრამ ისინი მაინც განსხვევებულები არიან . რა ჯობია ? ! იყო განსხვავებული საზოგადოებისთვის უცხო, უცნაური , მიუღებელი და განკიცხული , თუ ჩვეულებრივი , ჩვენიანი , ჯიგარი , ძმა , ქართველი , მსმელი , უიღბლო , უმუშევარი , უცოდინარი , ღიპიანი , კაი პურის მჭამელი , ზარმაცი და ბოლოს ლოთი …
ასეთი თეთრი ჩემი ქალაქი არასდროს ყოფილა….
შენ ყოველთვის მიბიძგებდი სიკეთისკენ , და არ გიყვარდა როდესაც ჩუმად ვიცინოდით საწყალ მათხოვრებზე… ჩვენ ადრე გვყავდა თუთიყუში , შენსავით მწვანე და ვერაფრით ისწავლა ლაპარაკი , ბოლოს გაფრინდა … ამ სითეთრეში ეს მწვანე თუთიყუში ისეთი უცნაური ჩანდა თითქოს პირველად ვხედავდით … თუთიყუშმა მზე აირჩია და ზაფხულში გაფრინდა, შენ თოვლი.
თუთიყუშიც შენსავით კეთილი იყო … მწვანე და კეთილი .
ჩემო ლამაზო Eny ისევ მიყვარხარ და გელოდები როგორც ყოველთვის … იმედია ახალ ამბებს ჩამომიტან ევროპიდან და გამახარებ , ორიოდ დღის წინ ის წითელი ხე ვნახე მე და შენ რომ ვაკვირდებოდით წინა ზაფხულს , ისევ ისეთია … მალე ჩამოდი და ფერადი ფანქრები ჩამომიტანე , სიყვარულით ME და ლუდი ..
დამდგმელი რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი
სცენარის ავტორები: ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი, ნიკოლოზ მარი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: კოტე ჯაფარიძე
ხმის ოპერატორი: იაკუბ ჩეხი
მემონტაჟე: ნოდარ ნოზაძე
მონაწილეობენ: თემო გოგიძე, ლევან ჯივიძე, გუგა კოტეტიშვილი, ზურაბ ბეგალიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ზურა შარია, ლეო ანთაძე
პროდიუსერები: არჩილ გელოვანი, ლევან კორინთელი, გია ბაზღაძე
=================================
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ისევ ნარკომანიაზეა – ან ნარკომანებზე – მაინც ძალიან მომეწონა , ჩემი აზრით ასეთი ფილმი კარგა ხანია ჩვენთან არ გადაღებულა თემა ცოტა გაცვეთილია, მაგრამ ასეთი რეალური დიალოგები, რეალური სიტუაციები, არცერთ წინამორბედში (ნარკომანიაზე ფილმში) არ იყო !
მოკლედ “ტაკ დერჟატ” როგორც იტყვიან ჩვენი “მტრები” : ))
წარმატებები ქართულ კინომატოგრაფებს !
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოკლე შინაარსი :
ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი, თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას: კორუმპირებული პოლიციელები მისგან მეგობრის შვილის, 16 წლის ბიჭის დაბეზღებას ითხოვენ. თუ დათანხმდება, წამლით და ფულით დაასაჩუქრებენ, ხოლო თუ უარს იტყვის, 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება. ==წყარო :http://www.geocinema.ge==
(რჩევა : სანამ თვალებს იტკენდე – ამ ტექსტის კითხვით | | პოსტის ქვევით მიმაგრებული სიმღერა ჩართე)
დღის ბოლო … „მარშუტკა“ დაღლილი მძღოლი , დაღლილი შუქნიშნები და დაღლილი ხალხი – ჩემი ქალაქი … სკამებს შორის ფეხები არასდროს არავის ეტევა… ფანჯარაში პეკინის ქუჩა , გაუთავებელი საცობები , ყოველი მესამე მანქანა bmw , მთელი გზა bmw – ებს ვითვლი …
ფანჯარა ოდნავ მობურული , ოღონდ თეთრად. გვერდით ვიღაც კაი ტიFშა მიზის , იქნება ასე 26 წლის … მომწონს მისი თითები , სახეც ლამაზი აქვს ოღონდ კარგად ვერ აღვიქვავ , ძალიან ახლოს მიზის და თავის ასე აშკარად მიტრიალება ცოტა მერიდება … წამდაუწუმ მობილურს ვუყურებ , ასეთი წიკი ამეკვიატა – გავხსნი , დავხურავ… თან თითქოს საათს ვუყურებ მაგრამ ვინმემ რო მკითხოს ვერ ვიმახსოვრებ …
ეს გოგოც წრიალებს, ვერ ისვენებს , წეღან ყურსასმენებს ეძებდა – მთელი ჩანთა ამოალაგა , ალბათ ცოტა თავხედურია მაგრამ გავერთე იმდენი ნივთი ამოიღო , რაღაც უცნაური და ლამაზი კოლოფები , დუხი , საფულე, სათვალე და კიდევ რაღაცეები , როგორც იქნა იპოვა ყურსასმენი და შეერთებას აპირებდა რომ , დაურეკეს – ხმაც სასიამოვნო აქვს , ეტყობოდა სამსახურიდან ურეკავდნენ , ფილიალები და რაღაც მსგავსი სიტყვები ახსენა კარგად არ დავკვირვებივარ რას ლაპარაკობდა უფრო მის ხმის ტემბრს ვუსმენდი …
„მარშუტკა“ მიდიოდა … დრო გადიოდას პონტში….
ამდენი ერთნაირი ადამიანი, ამდენი ერთნაირი მანქანა , ამდენი ერთნაირი ავტობუსი , ამდენი ერთნაირი შენობა და ამდენი სიტყვა – ერთნაირი ერთ წინადადებაში კიდევ სადმე არის ?
არის ერთი მძღოლი #61 მარშუტის , წარმოშობით აშკარად მეგრელია , ნუ ამის ამოცნობა არც ისე რთულია , ხოდა იმან იცოდა ხოლმე წინ თუ იდექი ან იჯექი , გეგონება ნაცნობი იყოს, ხელს მოგადებდა და გაგწევდა , ხო შეიძლება გითხრას რომ სარკეს ეფარები … კაი ხანია არ ვმჯდარვარ „მარშუტკაში“ ხოდა რაც ისევ ფეხით დავდივარ ამასწინათ ისევ #61 ით ვიმგზავრე და ისევ ის მძღოლი შემხვდა და ისევ ხელით გამწია , ადრე ნერვები მეშლებოდა – ეხლა გამეღიმა …
ბოლოს შეაერთა ყურსასმენი მანქანის ხმებში ადღლეზილი ძლივს დავიჭირე მაგრამ – აი ეს სიმღერა ჩართო …
დადაამმ ვარ ინტერნეტ კაFეშიი უსაქმურად.
ადრერომ ვებერი იყო თუ გახსოვთ იქ
სიტუაცა – ჩემს გარდა 3 კაცი ზის კომიუტერთან , ენტერის და მაუსის ტკაცატკუცი ექოს გამოსცემს, თან შორიდან ჩამრთველის კომპიუტერზე დნცკ დნცკც ისმის )
ხარისხი – ასოები თუ გამოტოვებულია ტექსტში ჩემი ბრალი არაა კლავიატურა – საშინელება თეთრ კლავიშებს მირმა იმდენი ჭუჭყია ჩამჯდარი ხელები გამიშავდა ) კომპიუტერის სისწრაფეზე აღარ ვსაუბრობ ) ინტერნეტი – დაილაპი გამახსენდა : )
და მაინც არის აქ რაღაც ისეთი რაც სახლში არ არის ალბათ ის დრო 2000 წელი ან უფრო იქით ) ან აქეთ მირკი – ….
…ქალბატონებო და ბატონებო , წარმოგიდგენთ საქართველოს დამსახურებულ არტისტს – ლუკა ერისთავს … ლუკა წამოდგა და თავი დაუხარა მაყურებელს, მერე სამადლობელი და რაღაც სტანდარტული , დაზეპურებული ტექსტის კითხვას შეუდგა.
– რას შვრები ?
– ვანძრევ, რას უნდა ვშვრებოდე ვუსმენ რა …
– წამო რა მოვწიოთ….
– აუ ტეხავს რამდენ ხალხს უნდა გადავაბიჯოთ , თან მეზარება…
– მე წავედი, თუ გინდა წამო….
– ხო კაი წამო …
დერეფანის კუთხეში ორი გოგონა იგივე განზრახვით დაყუდებულან და ნაფაზს ნაფაზზე არტყამდნენ ..
– ნახე რა ნაშაა ..
– რომელი ? მამენტ ორივე კაი გოგოა , ხო გითხარი მაგ სიტყვას ნუ ხმარობ მეთქი ?
– რომელს ?
– ნაშა…
– აუ ნუ გაატრაკე რა შენი დემაგოგიით ..
– დემაგოგია რა შუაშია ?
– მე რა ვიცი ?
– ხოდა რაც არ იცი არ უნდა თქვა ..
– წამო რა გამოველაპარაკოთ , ნახე როგორ მიყურებს ..
– შენ ? თუ მე ?
– ორივეს ..
გარეთ ქარი ბუზღუნებდა …
გადავწყვიტე სამოგზაუროდ წავიდე , ფული არ მაქ – არც ტრაკი (ნუ ეს ალბათ ერთი და იგივეა) მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც ვერ შემაცვლევინებთ … ოცნებების ასრულების დრო რომ მოვა, თუ ვერ გავიგე – შემახსენეთ , უკვე რამდენი ხანია ველოდები , მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია და არც ჩავიქნევ
ამ თვის ბოლოს ჩემი მეგობარი მაიამიზე მიდის – ესეც ჩემი ოცნების ნაწილია , ხოდა ქვიშას შემპირდა ) იქაც წავალ ალბათ ( სამოგზაუროდ რომ წავალ : )
თუ თქვენ internet explorer - ით ხართ შემოსული , თქვენ ბლოგს სრულფასოვნად ვერ დაათვალიერებთ, გთხოვთ შეცვალოთ თქვენი ბროუზერი.
რეკომენდირებული ბროუზერი
Google Chrome